---
title: "მუხლი 135. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/135"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "135"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 135. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 135 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/135

1. საქართველოს მთავრობა არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანდართულ მასალებს (მათ შორის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, თანდართული მასალები და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი პარლამენტისთვის წარდგენისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის თანდართული მასალები (გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ამოქმედებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა) მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და მათ პარლამენტი არ ამტკიცებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/134.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/136.md
