---
title: "მუხლი 14. პარლამენტის წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/14"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "14"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. პარლამენტის წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/14

1. პარლამენტის წევრი წელიწადში სარგებლობს 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში.

2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში − ადაპტირებული ან სპეციალური) და ენიშნება თანმხლები პირი.

3. პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეიძლება ჰყავდეს 1-ზე მეტი თანაშემწე, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარეს, სხვა პარლამენტის წევრს (გარდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა, ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა, ფრაქციის თავმჯდომარისა და ოლქის დელეგატისა) − 1 თანაშემწე.

4. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 24 ივნისის რეგლამენტი №712 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/15.md
