---
title: "მუხლი 140. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/140"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "140"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 140. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 140 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/140

1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს ამ რეგლამენტის 137-ე და 138-ე მუხლებით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

2. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის უფლებამოსილი პირი.

3. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

4. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/139.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/141.md
