---
title: "მუხლი 145. ცესკოს ბიუჯეტის ფორმირება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/145"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "145"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 145. ცესკოს ბიუჯეტის ფორმირება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 145 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/145

1. ცესკოს მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი.

2. ცესკო პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.

3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არაუგვიანეს 1 ივნისისა განიხილავს წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადს, იღებს გადაწყვეტილებას და მას განსახილველად გადასცემს პარლამენტს.

4. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ ცესკოს ბიუჯეტი არაუგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/144.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/146.md
