---
title: "მუხლი 146. პარლამენტის ხაზინადართა საბჭო — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/146"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "146"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 146. პარლამენტის ხაზინადართა საბჭო — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 146 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/146

1. პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით.

2. პარლამენტის ხაზინადართა საბჭო არის პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. ხაზინადართა საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. ხაზინადართა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

3. პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით − ხაზინადართა საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

4. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია.
კარი V. საპარლამენტო კონტროლი
თავი XVIII. საპარლამენტო კონტროლის ძირითადი მექანიზმები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/145.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/147.md
