---
title: "მუხლი 15. პარლამენტის წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/15"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "15"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. პარლამენტის წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/15

უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი ხელყოფის შესახებ, პარლამენტის წევრის განცხადებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ან სხვა შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/16.md
