---
title: "მუხლი 150. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/150"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "150"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 150. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 150 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/150

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს წარედგინება 1 ივნისამდე.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. მოხსენების განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/149.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/151.md
