---
title: "მუხლი 154. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/154"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "154"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 154. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 154 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/154

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები) საქმიანობას პარლამენტი აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ნდობის ჯგუფისა და სხვა დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 26 ივნისის რეგლამენტი №785 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/153.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/155.md
