---
title: "მუხლი 156. ნდობის ჯგუფის მუშაობის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/156"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "156"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 156. ნდობის ჯგუფის მუშაობის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 156 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/156

1. ნდობის ჯგუფის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ნდობის ჯგუფის წევრთა ხმების უმრავლესობით. ნდობის ჯგუფის სხდომა დახურულია.

2. ნდობის ჯგუფის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. ნდობის ჯგუფის სხდომას იწვევს და წარმართავს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე. ნდობის ჯგუფის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ნდობის ჯგუფის ნებისმიერი წევრის წინადადებით, თუ სხდომის გამართვას მხარს დაუჭერს ნდობის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა.

3. ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილებით, მოწვევის შემთხვევაში მის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებიდან მოწვეული პირები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/155.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/157.md
