---
title: "მუხლი 158. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/158"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "158"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 158. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 158 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/158

1. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიაზე − მოხსენებას ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელთა განხილვის საფუძველზედაც პარლამენტი იღებს დადგენილებას. პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის დავალებებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს.

2. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/157.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/159.md
