---
title: "მუხლი 161. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/161"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "161"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 161. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 161 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/161

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო ფონდის (შემდგომ − საპენსიო ფონდი) გენერალური დირექტორი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, პარლამენტს წარუდგინოს საპენსიო ფონდის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საპენსიო ფონდის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.

2. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ მოსთხოვოს საპენსიო ფონდს ინფორმაცია პარლამენტის შესაბამისი დადგენილების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. საპენსიო ფონდი ვალდებულია პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/160.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/162.md
