---
title: "მუხლი 164. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის ანგარიში — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/164"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "164"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 164. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის ანგარიში — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 164 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/164

1. გენერალური აუდიტორი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 ივნისისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ.

2. გენერალური აუდიტორი პარლამენტს ასევე წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და იმავე კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტის ბიურო გადასცემს პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1320 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/163.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/165.md
