---
title: "მუხლი 169. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/169"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "169"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 169. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 169 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/169

1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.

2. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.

3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშს (არსებობის შემთხვევაში) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა.

4. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიშის პროექტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/168.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/170.md
