---
title: "მუხლი 170. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/170"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "170"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 170. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 170 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/170

1. საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, ამავე კომიტეტის დამფუძნებელი ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა ანგარიშის პროექტს წარუდგენს პარლამენტს.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ შესაბამის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ინფორმაციას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ისმენს მოთხოვნისამებრ.

3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 აპრილისა, წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/169.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/171.md
