---
title: "მუხლი 171. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/171"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "171"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 171. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 171 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/171

1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს:
ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც წინა წელს მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია (არსებობის შემთხვევაში);
ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების სამოქმედო გეგმას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ საქმეების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და შუალედურ რეზოლუციებს (არსებობის შემთხვევაში).

2. წამყვანი კომიტეტი ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების საკომიტეტო განხილვისთვის მომზადების მიზნით ეცნობა დაინტერესებული პირის/პირების მოსაზრებებსა და შეფასებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/170.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/172.md
