---
title: "მუხლი 174. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/174"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "174"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 174. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 174 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/174

1. პარლამენტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს ამტკიცებს დადგენილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება, განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცებისას პარლამენტი მსჯელობს აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და სხვა სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წინადადებებზე.

4. (ამოღებულია - 17.12.2025, №1320).
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1320 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/173.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/175.md
