---
title: "მუხლი 176. საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშების განხილვის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/176"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "176"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 176. საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშების განხილვის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 176 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/176

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშები გადაეცემა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

2. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უფლებამოსილია შეისწავლოს და გააანალიზოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშები და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები.
კარი VI. თანამდებობის პირის განწესება, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება და თანამდებობიდან გათავისუფლება
თავი XXI. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/175.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/177.md
