---
title: "მუხლი 179. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/179"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "179"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 179. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 179 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/179

1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საქართველოს მთავრობას. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს.

2. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად პარლამენტს ერთდროულად წარედგინება ინიციატორების მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.

3. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.

4. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.

5. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს საქართველოს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/178.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/180.md
