---
title: "მუხლი 18. ყოფილი პარლამენტის წევრისა და თანამდებობის პირის გარანტიები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/18"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "18"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ყოფილი პარლამენტის წევრისა და თანამდებობის პირის გარანტიები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/18

1. ყოფილ პარლამენტის წევრს ენიშნება პენსია ან ეძლევა კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის წევრი მისი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევაში იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, აგრეთვე პარლამენტის წევრი, რომელიც იყო წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებიც აქვს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მის მიერ რომელიმე საპარლამენტო თანამდებობის ან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციის დაკავების შემთხვევაში უნარჩუნდება იმავე პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის გარანტიები.
თავი IV. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, პარლამენტის წევრთა სხვა საპარლამენტო თანამდებობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/19.md
