---
title: "მუხლი 186. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/186"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "186"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 186. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 186 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/186

1. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

2. თუ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობის ხმები, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/185.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/187.md
