---
title: "მუხლი 19. პარლამენტის წევრთა საპარლამენტო თანამდებობები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/19"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "19"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. პარლამენტის წევრთა საპარლამენტო თანამდებობები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/19

1. პარლამენტის თანამდებობის პირები არიან:
ა) პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) კომიტეტის თავმჯდომარე;
ე) ფრაქციის თავმჯდომარე;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ზ) ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
თ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ი) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

2. პარლამენტის წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ საპარლამენტო თანამდებობაზე. შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევა იწვევს მიმდინარე თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/20.md
