---
title: "მუხლი 2. პარლამენტის სასახლე — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/2"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "2"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. პარლამენტის სასახლე — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/2

1. პარლამენტის ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი – თბილისი. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის გამართვის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. პარლამენტის იურიდიული მისამართია: პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი, 8. პარლამენტის იურიდიული მისამართის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის გამართვის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასაშვებია ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ პარლამენტის სასახლის გამართული ფუნქციონირება შეუძლებელია.

3. პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების კაბინეტებში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/3.md
