---
title: "მუხლი 203. საჯარო სამართლის იურიდიული პირის — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/203"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "203"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 203. საჯარო სამართლის იურიდიული პირის — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 203 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/203

– საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომ 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის (შემდგომ − კომისია) 2 წევრს წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე პარლამენტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კომისიის 2 წევრის წარდგენა ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-14 კალენდარული დღისა. ამ კონკურსის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს.

3. თუ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ კომისიის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, პარლამენტის თავმჯდომარე სათანადო ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა ამავე მუხლით დადგენილი წესით წარადგენს მის ადგილმონაცვლეს.
თავი XXIV. იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/202.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/204.md
