---
title: "მუხლი 216. ერთჯერადი საპარლამენტო დელეგაციები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/216"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "216"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 216. ერთჯერადი საპარლამენტო დელეგაციები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 216 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/216

1. საგარეო ურთიერთობებში პარლამენტის უმაღლესი წარმომადგენელია პარლამენტის თავმჯდომარე. მხოლოდ ის არის უფლებამოსილი, სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან დადოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები.

2. ერთჯერად საპარლამენტო დელეგაციას, როგორც წესი, ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე ან პარლამენტის წევრი.

3. პარლამენტის წევრი სხვა სახელმწიფოში სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ ანგარიშს, ხოლო ერთჯერადი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი – საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის კომიტეტის, ფრაქციის, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განიხილოს.

4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრების ან ახალი ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/215.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/217.md
