---
title: "მუხლი 218. მეგობრობის ჯგუფები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/218"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "218"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 218. მეგობრობის ჯგუფები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 218 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/218

1. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობისთვის პარლამენტში პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები.

2. მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად პარლამენტის ბიუროს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

4. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციასა და ანგარიშს, აგრეთვე ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/217.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/219.md
