---
title: "მუხლი 22. პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/22"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "22"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 22 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/22

1. პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას. ეს ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

2. პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ისმენს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/23.md
