---
title: "მუხლი 220. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/220"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "220"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 220. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 220 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/220

პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის დასრულებით ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურა სრულდება.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/219.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/221.md
