---
title: "მუხლი 221. რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხის დასმა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/221"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "221"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 221. რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხის დასმა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 221 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/221

1. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი უფლებამოსილია სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით პარლამენტში დასვას საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი.

2. რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი დასმიდან არაუგვიანეს 20 დღისა. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ მიმართვას, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

3. თუ პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი, იგი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ამ საკითხზე კენჭისყრა აღარ ტარდება.

4. პარლამენტი უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოითხოვოს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე თავისი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. თუ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ან 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე დასვამს იმავე საკითხს, რომელიც წარდგენილია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, იგი სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/220.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/222.md
