---
title: "მუხლი 222. კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/222"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "222"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 222. კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 222 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/222

1. პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით ან კონსტიტუციური წარდგინებით.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრთა კონსტიტუციურ სარჩელზე ან კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა მოწმდება ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/221.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/223.md
