---
title: "მუხლი 223. ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მიცემა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/223"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "223"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 223. ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მიცემა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 223 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/223

1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე პარლამენტს მიმართავს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მისაღებად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პარლამენტის ბიურო გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს, რომლებიც მას განიხილავენ არაუგვიანეს 10 დღისა და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დადგენილებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/222.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/224.md
