---
title: "მუხლი 228. სანქციები ამ რეგლამენტის დარღვევისთვის — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/228"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "228"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 228. სანქციები ამ რეგლამენტის დარღვევისთვის — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 228 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/228

ამ რეგლამენტის დარღვევისთვის პარლამენტის წევრის მიმართ დაწესებულია შემდეგი ზემოქმედების ფორმები:
ა) სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;
ბ) გაფრთხილება;
გ) შესაბამის დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომის/კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის მიმდინარეობის პერიოდით პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის/შესაბამისი კომისიის სხდომის დარბაზის დატოვებინება;
დ) ხელფასის დაკავება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/227.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/229.md
