---
title: "მუხლი 233. პარლამენტის აპარატის უფლებამოსილებები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/233"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "233"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 233. პარლამენტის აპარატის უფლებამოსილებები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 233 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/233

1. პარლამენტის აპარატი ახორციელებს პარლამენტის საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, კვლევით, დოკუმენტურ, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. პარლამენტის აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის ბიუჯეტის მართვა და ეკონომიკურ, შრომით, სამართლებრივ და სხვა ურთიერთობებში პარლამენტის წარმომადგენლობა, მისი უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.

3. პარლამენტის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და პარლამენტის აპარატის დებულებით.

4. პარლამენტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/232.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/234.md
