---
title: "მუხლი 234. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/234"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "234"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 234. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 234 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/234

1. პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს პარლამენტის აპარატის უფროსი.

2. პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.

4. პარლამენტის აპარატის უფროსი არის პარლამენტის თანამდებობის პირი.

5. პარლამენტის აპარატის უფროსს ჰყავს არაუმეტეს 3 მოადგილისა. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე.

6. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/233.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/235.md
