---
title: "მუხლი 235. პარლამენტის აპარატის სტრუქტურა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/235"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "235"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 235. პარლამენტის აპარატის სტრუქტურა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 235 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/235

1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, მანდატურის სამსახური, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, პარლამენტის კომიტეტების აპარატები, ფრაქციების აპარატები, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამდივნოები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნო, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, ოლქების დელეგატების ბიუროები.

2. პარლამენტის კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/234.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/236.md
