---
title: "მუხლი 24. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/24"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "24"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/24

1. პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნისას პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს.

2. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების, გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. გადაწყვეტილება განხილვის გარეშე მიიღება. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/25.md
