---
title: "მუხლი 26. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/26"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "26"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/26

1. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 23-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს თანამდებობიდან.

2. ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შემდეგ ეს განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან პარლამენტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.

3. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 დღისა ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
თავი V. პარლამენტის ბიურო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/27.md
