---
title: "მუხლი 29. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/29"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "29"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 29 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/29

1. პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

2. პარლამენტს შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტის, ფრაქციის, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის დასაბუთებული მოთხოვნით გააუქმოს ან შეცვალოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის ინიციატორს დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, და ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

3. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ფორმდება პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმით.
თავი VI. პარლამენტის კომიტეტები და მათი საქმიანობის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/30.md
