---
title: "მუხლი 3. საპარლამენტო ჯილდოები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/3"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "3"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საპარლამენტო ჯილდოები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/3

1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, პარლამენტის საპატიო მედალი და პარლამენტის სამკერდე ნიშანი.

2. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

3. პარლამენტის საპატიო მედლით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

4. პარლამენტის სამკერდე ნიშნით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის თანამშრომელი პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

5. პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლით ან პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

6. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოებისა და ფულადი ჯილდოს გადაცემის წესს, აგრეთვე თავისუფლების საპარლამენტო ორდენის, პარლამენტის საპატიო მედლისა და პარლამენტის სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/4.md
