---
title: "მუხლი 30. პარლამენტის კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/30"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "30"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. პარლამენტის კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/30

საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს პარლამენტი უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/31.md
