---
title: "მუხლი 31. პარლამენტის კომიტეტები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/31"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "31"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. პარლამენტის კომიტეტები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/31

1. პარლამენტის კომიტეტებია:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
დ) დიასპორის;
ე) ევროპასთან ინტეგრაციის;
ვ) ეკონომიკური პოლიტიკის;
ზ) თავდაცვისა და უსაფრთხოების;
თ) იურიდიულ საკითხთა;
ი) კულტურის;
კ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;
ლ) საგარეო ურთიერთობათა;
მ) საპროცედურო საკითხთა;
ნ) საფინანსო-საბიუჯეტო;
ო) სოფლის მეურნეობის;
პ) სპორტის;
ჟ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.

2. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. კომიტეტის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/32.md
