---
title: "მუხლი 33. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/33"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "33"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/33

1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

2. კომიტეტის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) კომიტეტის შემადგენლობიდან მისი გასვლის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან;
ბ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
გ) მისი კომიტეტის წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან;
დ) ამ რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/34.md
