---
title: "მუხლი 42. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/42"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "42"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 42 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/42

1. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.

2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შესაბამისი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგში შეიტანოს ნორმატიული აქტის აღსრულების საკითხი. ეს საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ მოსმენის გამართვის შემდეგ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს:
ა) პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით;
ბ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის მიზნით სათანადო ცვლილების მომზადების შესაბამისი კომიტეტისთვის დავალება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/43.md
