---
title: "მუხლი 44. კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/44"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "44"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 44 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/44

საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. კომიტეტის თავმჯდომარე ამ მუხლით გათვალისწინებულ კომიტეტის გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/45.md
