---
title: "მუხლი 45. კომიტეტის აქტები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/45"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "45"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. კომიტეტის აქტები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 45 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/45

1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება.

2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ან დანიშნულებისამებრ იგზავნება.

3. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შეიძლება პარლამენტს წარედგინოს ან რეაგირებისთვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს.

4. კომიტეტი იმ საკითხზე, რომელზეც იგი დასკვნას ან რეკომენდაციას არ შეიმუშავებს, იღებს გადაწყვეტილებას.

5. კომიტეტის მიერ მიღებული აქტი, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხის მოკლე აღწერილობას, კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/46.md
