---
title: "მუხლი 47. კომიტეტის თემატური მომხსენებელი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/47"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "47"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. კომიტეტის თემატური მომხსენებელი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/47

1. პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობების უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის ცალკეული წევრი/წევრები შეიძლება განისაზღვროს/განისაზღვრონ კომიტეტის თემატურ მომხსენებლად/მომხსენებლებად.

2. კომიტეტი განსაზღვრავს აგრეთვე კომიტეტის თემატური მომხსენებლის სამუშაო სფეროს/სფეროებს ან მიმართულებას/მიმართულებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/48.md
