---
title: "მუხლი 48. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/48"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "48"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 48 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/48

1. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით, აგრეთვე სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი თავისი გადაწყვეტილებით ქმნის სამუშაო ჯგუფს.

2. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, კომიტეტის შეხედულებისამებრ, შეიძლება შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.

3. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადას ადგენს კომიტეტი. აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.

4. ორმა ან ორზე მეტმა კომიტეტმა ამ მუხლის შესაბამისად შეიძლება შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. ამ შემთხვევაში აღნიშნული კომიტეტები ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტენ ცალ-ცალკე. თითოეული ასეთი საკითხი გადაწყვეტილად მიიჩნევა, თუ მას ყველა ეს კომიტეტი ერთგვაროვნად გადაწყვეტს.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/49.md
