---
title: "მუხლი 49. საკონსულტაციო საბჭო — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/49"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "49"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. საკონსულტაციო საბჭო — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/49

1. კომიტეტთან, მისი დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადისა შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა, აგრეთვე მისი საქმიანობის ვადა და წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი კომიტეტის წევრი.

2. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე.
თავი VII. ფრაქციები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/50.md
