---
title: "მუხლი 55. ფრაქციის დაფინანსება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/55"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "55"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. ფრაქციის დაფინანსება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 55 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/55

1. ფრაქციის ხარჯები ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ფრაქციისთვის პარლამენტის სასახლეში გამოსაყოფი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოსაყოფი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

2. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განისაზღვრება ფრაქციის საბაზო დაფინანსებისა და მისი წარმომადგენლობის პროპორციულად. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/56.md
