---
title: "მუხლი 57. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/57"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "57"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 57 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/57

1. პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისგან, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო.

2. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, აგრეთვე მათ მიერ დანიშნული 2-2 წევრი.

3. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/58.md
