---
title: "მუხლი 62. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/62"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "62"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/62

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები არიან დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ სამართლიანად და მიუკერძოებლად.

3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ახორციელებს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/63.md
